ფოტო და ვიდეო მონტაჟი

მთავარი / მოდულები / ფოტო და ვიდეო მონტაჟი

იმისათვის, რომ გახდეთ YouTube-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში ვარსკვლავი, დღეს დიდი სარეკლამო ბიუჯეტები არ არის საჭირო. საკმარისია მაღალი ხარისხის, ტექნიკურად გამართული, აუდიტორიისთვის საინტერესო ვიდეოების გადაღება. ბავშვები, რომლებსაც სურთ ამის სწავლა, ელიან საქართელოს კიბერსკოლა KIBERone-ის ვიდეო მონტაჟის კურსებს!

მოდული ეძღვნება არა მხოლოდ გადაღებისა და მონტაჟის უნარების განვითარებას, არამედ საკუთარი შემოქმედების წარმოდგენის უნარს, ორატორობას, ინტერნეტ ეთიკის გააზრებასა და ინფორმაციის სწორად წარდგენას.

Забронировать место

ვიდეო მონტაჟის კურსების თავისებურებები

1 თვიანი მოდული შედგება თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილებისგან, კურსის 80% ეთმობა პრაქტიკას. მასწავლებლები არიან თბილისის ცნობილი სტუდიების სპეციალისტები IT პროდუქტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. არიან არა მხოლოდ გამოცდილი ექსპერტები, თავიანთი სფეროს პროფესიონალები, არამედ ნიჭიერი მასწავლებლები, რომლებსაც შეუძლიათ თითოეული ბავშვის მიმართ მიდგომის პოვნა. კურსის თავისებურებები:

  • პროგრამა შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის;
  • კურსის შედეგი იქნება მისი თითოეული მოსწავლის მიერ საკუთარი ვიდეოს შექმნა ორიგინალური სიუჟეტით. შეიძლება, ეს ვიდეო პირველი გახდება მომავალი რეჟისორის, სცენარისტის ან მონტაჟის ოსტატის პორტფოლიოში;
  • ვიდეო რედაქტირების კურსების მიზანი მხოლოდ ვიდეოების შექმნა არ არის. მასწავლებლების ხელმძღვანელობით ბავშვებს განუვითარდებათ მხატვრული გემოვნება, შეისწავლიან ინფორმაციის სწორად გადმოცემას, ჩარჩოში მოქცევას, ორატორობისა და ეტიკეტის საფუძვლებს;
  • კურსი არ საჭიროებს სპეციალური აღჭურვილობის შეძენას: შეგიძლიათ გადაიღოთ და დაეუფლოთ ვიდეოს მონტაჟს სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენებით.

კურსების გასავლელად მომზადება არ არის საჭირო: მათაც კი, ვისაც არასდროს უჭირავს კამერა ხელში და არ იცის მონტაჟის საფუძვლები, კურსის ბოლოს შეძლებს შექმნას საინტერესო და მაღალი ხარისხის ვიდეოები.

რისი სწავლა შეუძლია ბავშვს

იდეო მონტაჟის კურსების მასწავლებლების ხელმძღვანელობით ბავშვი შეძლებს:

  • დაეუფლოს პროფესიულ ლექსიკას, შეისწავლოს ძირითადი ცნებები, რომლებიც გამოიყენება გადაღებისა და ვიდეო მონტაჟის პროცესში;
  • გაეცნოს მთავარ გრაფიკულ რედაქტორებს, გაიგოს მათი მუშაობის წესები;
  • დაეუფლოს ფოტოების დამუშავებისა და სლაიდ შოუების შედგენის ტექნიკას;
  • ისწავლოს სცენარის შექმნასა და კადრების გეგმის შემუშავება;
  • შეეცდება იმუშაოს კადრში;
  • გაერკვევა ვინ არის რეჟისორი, რას აკეთებს და გამოცდის ძალებს რეჟისურაში;
  • კურსის მანძილზე გადაღებული სურათებიდან აირჩევს საუკეთესო კადრებს და დაამონტაჟებს ვიდეოებს მათგან;
  • ისწავლის მიქშირების საფუძვლები, ისწავლის ხმისა და მუსიკის დადებას ვიდეოზე;
  • დაეუფლება ვიდეოსა და აუდიოს იმპორტს;
  • ისწავლის, თუ როგორ ატვირთოს ვიდეოები YouTube-ზე და წამოაწყოს საკუთარი არხი.

კურსებზე სწავლის შედეგი იქნება საკუთარი კრეატიული ვიდეოს შექმნა, რომელიც ბავშვს შეეძლება ამაყად აჩვენოს მეგობრებსა და მშობლებს.

ვიდეოს გადაღება და მონტაჟი ვიდეო მონტაჟის კურსებში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებით არის გზა თავდაჯერებულობის, კრეატიულობისა და თვითრეალიზაციისკენ. შესაძლებელია, რომ ვიდეო რედაქტირება და ლამაზი კადრების შექმნა შეიძლება გახდეს საქმიანობა, რომელსაც მოაქვს არა მხოლოდ სიამოვნება, არამედ მოგებაც.

ვიდეო რედაქტირების კურსები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კურსები საქართველოს კიბერსკოლა KIBERone-ში, არის უნიკალური საერთაშორისო პროექტის ნაწილი, რომელიც მოქმედებს 25 ქვეყანაში, რათა ბავშვებმა თავი დარწმუნებულნი იგრძნონ თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ სამყაროში. ვიდეო მონტაჟის ათვისება შესაძლებელია როგორც ცალკე კურსი ან ერთ-ერთი მოდული კიბერსკოლის ყოვლისმომცველი პროგრამის ფარგლებში.

მოსახერხებელი ვარიანტის ასარჩევად, დარეგისტრირდით კურსის უფასო საცდელ გაკვეთილზე თბილისში ვებსაიტზე არსებული ფორმის შევსებით.

Данный сайт использует файлы cookie и прочие похожие технологии. В том числе, мы обрабатываем Ваш IP-адрес для определения региона местоположения. Используя данный сайт, вы подтверждаете свое согласие с политикой конфиденциальности сайта.
OK