უკვე იცით, რომ პროგრამირება არის ახალი წიგნიერება, რომლის ათვისებაც 6 წლიდან არის შესაძლებელი! Scratch Jr-ით მცირეწლოვან ბავშვებს (6-7 წლის) შეუძლიათ საკუთარი ინტერაქტიური ისტორიებისა და თამაშების დაპროგრამება. ამ პროცესში რეზიდენტები სწავლობენ პრობლემების ლოგიკურად გადაჭრას, პროექტების შემუშავებასა და აზრების კომპიუტერზე შემოქმედებითად გამოხატვას. გაკვეთილი ტარდება თამაშს ფორმით. აქტივობების ხშირი მონაცვლეობა, ბევრი მოძრაობა, გუნდური თამაშები, ინდივიდუალური ექსპერიმენტები კომპიუტერზე, ჯგუფური მუშაობა. კომპიუტერთან მუშაობა არის დროის 30%, დანარჩენი 70% არის თამაშები 4C უნარების განსავითარებლად (კრეატიულობა, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება). გაკვეთილებზე 8-12 ბავშვისგან შემდგარ ჯგუფთან მუშაობს პედაგოგიური განათლების მქონე მასწავლებელი და მისი ასისტენტი. მოდულის გავლის შედეგია, რომ ბავშვმა შეძლოს საკუთარი ინტერაქტიური ამბის ან თამაშის შექმნა, რომელიც შეუძლია აჩვენოს მეგობრებსა და ახლობლებს.
Scratch Jr არის პროგრამირების გარემო სასიამოვნო ინტერფეისითა და ფერადი დიზაინით, რაც უადვილებს კოდირებას ახალგაზრდა რეზიდენტებს. პროგრამა-კონსტრუქტორი შექმნილია პერსონალური კომპიუტერებისთვის, Android და iOS პლანშეტებისთვის, კარგად გამოდგება პატარებისთვის. თქვენი შვილი შეისწავლის პროგრამირებისა და დიზაინის საფუძვლებს, იმის მიუხედავად, იცის თუ არა კითხვა. Scratch Jr მოდული კიბერ სკოლა KIBERone-ში იძლევა უამრავ შესაძლებლობას: ბავშვები ხატავენ გრაფიკულ რედაქტორში, იგონებენ სიუჟეტებს და დამოუკიდებლად ქმნიან ინტერაქტიურ ისტორიებს, თამაშებსა და ანიმაციებს.
"პროგრამირების საფუძვლები Scratch Jr" მოდულის თავისებურებები
Scratch Jr მოდულის პროგრამა პირველ საერთაშორისო კიბერ სკოლაში შემუშავდა სპეციალურად ბავშვებისთვის უცხოელი IT პროფესიონალების მონაწილეობით. გაკვეთილზე არ იქნება რთული მათემატიკური ფორმულები და მოსაწყენი რუტინული სამუშაო. სათამაშო გზით ბავშვები გაეცნობიან ნაბიჯების, კოორდინატების, ფუნქციების, თანმიმდევრულობის, წყობილი და უსასრულო ციკლების ცნებებს და მრავალ სხვას. Scratch Jr-ში კოდირებას ბავშვები გამოცდილი მასწავლებლების ხელმძღვანელობით დაიწყებენ: გრაფიკული ბლოკების გადაადგილებითა და შეერთებით, რომლებზეც ყველა მოქმედება სიმბოლოებით არის მითითებული, აცოცხლებენ პერსონაჟებს, ასწავლიან, სიარული, ახტომას, ცეკვას, საუბარსა და სიმღერას. Paint რედაქტორში სიმბოლოების შეცვლით, შეუძლიათ საკუთარი ხმით გაახმოვანონ ნებისმიერი მოქმედება და ჩასვან ფოტოები.
მოდული შედგება 5 გაკვეთილისგან, რომლებზეც ბავშვები:
თითოეული გაკვეთილის შედეგია - ბავშვის მიერ შექმნილი თამაში, ანიმაციური ფილმი ან ინტერაქტიური ამბავი, რომელიც მას შეუძლია გაუზიაროს მეგობრებსა და ახლობლებს ელ. ფოსტით ან ნებისმიერ მესენჯერში.
ScratchJR-ში პროგრამირების გაკვეთილები ასევე დაეხმარება ბავშვებს: