პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა

  • მთავარი
  • /
  • მოდულები
  • / პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა

    კომპიუტერი თავისი დანიშნულებით არის უნივერსალური ტექნიკური ინსტრუმენტი ინფორმაციასთან მუშაობისთვის. გავიგებთ რისგან შედგება და რა მექანიზმებია რაზე პასუხისმგებელი. დავშლით და ავაწყობთ სისტემურ ბლოკს.

    • მოდულის ხანგრძლივობა — 1 კვირა
    Забронировать место

    გსურთ, რომ თქვენმა შვილმა კარგად შეისწავლოს კომპიუტერის აგებულება, გაიგოს რა ნაწილებისგან შედგება, რაზეა პასუხისმგებელი თითოეული მათგანი, შეძლოს გაუმართაობის დიაგნოსტიკა და წარმოქმნილი პრობლემების გამოსწორება? საქართველოს კიბერსკოლა KIBERone-ში, მოდულის დამრიგებლების ხელმძღვანელობით, თქვენი შვილი დაშლის და ააწყობს სისტემურ ბლოკს, გაეცნობა მის შიდა კომპონენტებსა და დაკავშირებულ პერიფერიულ მოწყობილობებს, დაეუფლება კომპიუტერისა და ლოკალური ქსელის კონფიგურაციის ძირითად პრინციპებს. ეს პრაქტიკული გაკვეთილი იქნება უნივერსალური გასაღები კომპიუტერის სამყაროსა და მისი უნიკალური მახასიათებლების გასაცნობად. 

    “პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა” მოდულის თავისებურებები»

    მოდული შედგება მხოლოდ 1 გაკვეთილისგან, მაგრამ მასში მიღებული ცოდნა ბავშვებს გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. გარდა ამისა, ამ გამოცდილების გარეშე ბავშვს გაუჭირდება გახდეს კომპიუტერის პროფესიონალური მომხმარებელი.

    კურსის ბოლოს თქვენი შვილი:

    • გაეცნობა კომპიუტერის მოწყობილობასა და შესაძლებლობებს;
    • დაეუფლება ძირითად ტერმინებსა და ცნებებს, ასევე უსაფრთხოების წესებს და არსებული ინფორმაციის შენახვის გზებს;
    • რეგულარულად დამოუკიდებლად გაწმენდს სისტემურ ბლოკს მტვრისგან;
    • შეძლებს კომპიუტერის მოვლას, მათ შორის ცხელ ელემენტებზე თერმოპასტის გამოცვლას, რაც გიხსნით რემონტის არასაჭირო ხარჯებისგან და თავიდან აიცილებთ კომპიუტერის ნაადრევ გამოსვლას მწყობრიდან;
    • შეძლებს კომპიუტერულ დახმარებას გაუწიოს ოჯახს და მეგობრებს - გამოავლინოს გაუმართაობა და შეცვალოს დაზიანებული კომპონენტი და არ დააზიანოს სხვა ელემენტები;
    • სწავლობს როგორ და სად უნდა ნახოს საკუთარი კომპიუტერის მახასიათებლები;
    • ისწავლის, თუ როგორ აირჩიოს სისტემური ბლოკის ოპტიმალური კონფიგურაცია კონკრეტული ამოცანებისთვის;
    • შეძლებს დაააფგრეიდოს თავისი ან მეგობრების კომპიუტერი;
    • ისწავლის როგორ დაამყაროს კავშირი ლოკალურ ქსელთან და ინტერნეტთან, დააკავშიროს კომპონენტები და პერიფერიული მოწყობილობები შესაერთებლების ტიპის გათვალისწინებით;
    • სწავლობს სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის თავისებურებებს, პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემების მოგვარების გზებს, განახლებების ინსტალაციას, პროგრამების ხელახლა ინსტალაციას ან წაშლას.

    ამ მოდულის შემდეგ თქვენი შვილი იქნება დარწმუნებული საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. მას განუვითარდება კომპიუტერთან კომუნიკაციის უნარი და აღარ შეეშინდება რამის არასწორად გაკეთების, რადგან პრობლემების უმეტესობა, თურმე, შეიძლება დამოუკიდებლად გამოსწორდეს.

    Данный сайт использует файлы cookie и прочие похожие технологии. В том числе, мы обрабатываем Ваш IP-адрес для определения региона местоположения. Используя данный сайт, вы подтверждаете свое согласие с политикой конфиденциальности сайта.
    OK