მოდული, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვს გადადგას პირველი ნაბიჯები კომპიუტერის ათვისებაში და გააკვირვოს მშობლებს, თუ რამდენად ადვილია ალგორითმებთან მუშაობის ძირითადი პრინციპების ათვისება. ბავშვი შეისწავლის, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერი, რა პროგრამებია საჭირო მისი მუშაობისთვის და რა მოწყობილობების დაკავშირება შეიძლება მასთან, ისწავლის კლავიატურისა და მაუსის გამოყენებას, ფაილებთან და პროგრამებთან მუშაობას, გაიგებს რა არის კომპიუტერული უსაფრთხოება და უსაფრთხოების ზომები და მრავალ სხვას. მოდულის გავლის პროცესში ბავშვი დაეუფლება ისეთ ცნებებს, როგორებიცაა ალგორითმები და ციკლები, მასივები და ფუნქციები, გაეცნობა გრაფიკულ რედაქტორებს და შექმნის რამდენიმე საკუთარ IT პროექტს.